შეგახსენებთ
რომ ფილმის ქრისტეს ვნებანი მწარმოებელ ფირმასთან მოლაპარაკების თანახმად
მას უნდა დაერთოს სუბტიტრები.მთელ მსოფლიოში ეს ფილმი მხოლოდ ამ სახითაა
გავრცელებული.მისი გახმოვანება დაუშვებელია.ამ პირობის შეუსრულებლობა
საავტორო უფლებების დარღვევად ჩაითვლება.ფილმი არცერთ საიტზე არ დევს
ქართული სუბტიტრებით.
ინფორამაცია ფილმზე: დასახელება: ქრისტეს ვნებანი ორგინალური დასახელება: The Passion Of The Christ ენა: ლათინური და არამეული თარგამანი: ქართული (სუბტიტრები) გამოშვების წელი: 2004 ჟანრი: დრამა რეჟისორი: Mel Gibson როლებში: ჯეიმს კავიეზელი, მონიკა ბელუჩი და სხვები.
ფილმის შესახებ: ფილმში
უკიდურესი სისასტიკითაა აღწერილი მაცხოვრის მიერ ჯვარცმამდე გატარებული
ბოლო თორმეტი საათი. ეს არის ქრისტეს ცხოვრების ასახვის კიდევ ერთი
მცდელობა, ამჯერად მელ გიბსონისეული ვარიანტი. ფილმი თავისი
წინამორბედებისგან სიუჟეტის სიმძაფრით და ორიგინალურობით გამოირჩევა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ წმიდა იაკობის ხსენების დღეს. იგი იყო ძმა იოანე
ღვთისმეტყველისა. იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი.
ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე რომ იფიქროს და წეროს იმის შესახებ, თუ რა
არის სიყვრული, მაინც ვერ შეძლებს მის ახსნას. ადამიანი აგრეთვე ვერ
შეძლებს ახსნას ვინ არის ღმერთი და რას წარმოადგენს იგი.
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.
წმ.
ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა,
ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა
უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა,
ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა
იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: "აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”.
ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან,
პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას
დაუმოწაფა.
ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და
თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა
მაცხოვარმა მოუწოდა მას: "მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ
მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას
და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, "რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა”
საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან
მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში
დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი
ხელთუქმნელი ხატით.
"ქურდობის ცოდვამ იუდა საკუთარი მოძღვრის გაყიდვამდე მიიყვანა…”
"იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი,
მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ
იმისა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა,” –
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი).
ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც სასუფეველს გვაშორებს უფლის მიერ დადგენილ
მცნებათა შორის, მერვეა – არა იპარო. უფლისათვის ქურდობის ყოველგვარი სახე
მიუღებელია.
ადამიანებს სრულებით არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ მოპარული ფულით რაიმეს
გააკეთებენ. ამ ფულით ვერ შეძლებენ სიხარულის მოპოვებას. უამრავი მაგალითი
გვაქვს იმისა, რომ ამ ცოდვის მატარებელ ოჯახში უბედურებები, ავადმყოფობა,
ტანჯვა, გაღატაკება იწყება.…
დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა
სახელობის ტაძრის წინამღვარი): "სინას მთაზე ასულ მოსეს უფალმა ათი მცნება
მისცა და გამოყო ის ძირითადი ცოდვები, რითაც ადამიანი ეცემა. მათ შორი
განსაკუთრებულად ხაზგასმულია ქურდობის ცოდვა.
ქურდობის ცოდვით დაცემა ადამიანს ისტორიულად მოჰყვება. რაც არ გეკუთვნის და
დაისაკუთრებ მოპარვით, ან რაიმე ხერხებით, სწორედ ქურდობის ცოდვად
გეთვლება.
ქურდობის ცოდვას ერთ-ერთი უმძიმესი გავლენა აქვს ადამიანებზე. ვინც ამ
ცოდვასაა დაქვემდებარებული და ამით ეცემა, მისი სულიერი მდგომარეობა
განსაკუთრებულად საშიშია. მას უფალთან შეხების წერტილები აღარ აქვს.
6 მაისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს.
ეს დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით იმერეთში, კერძოდ კი
თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმიდა გიორგის უძველესი
სალოცავი არსებობს.
წმიდა გიორგის ცხოვრება
წმიდა გიორგი კაბადოკიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა.
საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება დედამ შეასწავლა. მეფე
დიოკლეტიანეს მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა
აღორძინდა და მეფის ბრძანებით ქრისტიანთა დევნა და სიკვდილით დასჯა დაიწყო.
სწორედ ამ დროს წარსდგა დიოკლეტიანეს წინაშე წმიდა გიორგი და ქრისტიანობა
იქადაგა. განრისხებულმა მეფემ მისი დასჯა გადაწყვიტა. მან ჯერ წმიდანის
ლახვრით განგმირვა მოინდომა, მაგრამ ქრისტეს მხედრის ხორცთან შეხებისას
ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ ის ურმის თვალზე
დააკვრევინა და მახვილებდაგებულ დაღმართზე გაატარა, თუმცა წმიდანი
მეყსეულად განიკურნა. მეფის ბრძანებით ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ
კირშიც ჩააგდეს, სადაც სამი დღე დაჰყო. წმიდანს ვერც ლურსმნებგაყრილი
ფეხსაცმლითა და შოლტით ვერაფერი დააკლეს და ყველა განსაცდელს უვნებელი
გადაურჩა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ბოლოს
წმიდანს მიცვალებულის გაცოცხლება მოსთხოვეს, რაც მან მართლაც შესძლო
ლოცვით. განრისხებულმა დიოკლეტიანემ წმიდანის სიკვდილით დასჯა ბრძანა.
ბრძანების აღსრულებამდე მან ლოცვისათვის დრო ითხოვა და უფალს შეევედრა: "იხსენი
ყოველგვარი განსაცდელისაგან, უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების
ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი
სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი მათი მაცდური მტრის სივერაგე, რომელიც
ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ, ან მოისმენენ ჩემს წამებას,
განწმიდე ბიწიერებისაგან”. ამის შემდეგ ჯალათმა აღასრულა ბრძანება. ასე დასრულდა წმიდანის წამება 303 წელს.
გათავისუფლებულ პატიმრებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, სხეულში ჩიპებს
ჩააკერებენ, რათა გააკონტროლონ მათი ადგილმდებარეობა. 2003 წლის 4
ნოემბერიდან ბელორუსიაში ძალაშია კანონი №236-З "სახელმწიფო
დაქტილოსკოპიური რეგისტრაციის” შესახებ. კანონის ტექსტის შესაბამისად,
სავალდებულო დაქტილოსკოპიურ რეგისტრაციას ექვემდებარება
სავალდებულო-სამხედრო მსახურების გასაწვევ ასაკს მიღწეული ქვეყნის ყველა
მამაკაცი, ასევე ქალები, რომელთაც უშუალო კავშირი გააჩნიათ სახელმწიფო
ძალოვან სტრუქტურებთან. .
იცით, რომ მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერად
მოქმედებს. მაშინაც კი, როცა მშობლები კი არ წყევლიან, მხოლოდ აღშფოთდებიან
და წყრებიან შვილებზე, შემდეგ ამ უკანასკნელთ ერთი ნათელი დღე აღარ აქვთ
ხოლმე: მთელი მათი ცხოვრება ერთ უწყვეტ ტანჯვად გადაიქცევა.
შემდეგ ასეთი ბავშვები მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან.
რა თქმა უნდა, იმ ქვეყნად მათ უადვილდებათ, რადგან ამქვეყნიური ტანჯვით
ბევრ ცოდვას გამოისყიდიან. ხდება ის, რასაც წმ. ისაკი ამბობს: "იგემებს
თავის ჯოჯოხეთს” ანუ აქ, ამქვეყნად ტანჯვით ადამიანი ამცირებს თავის
ჯოჯოხეთურ ტანჯვას, რადგანაც ამქვეყნიური ტანჯვა ჯოჯოხეთური სატანჯველის
განცდას ნიშნავს. ანუ მაშინ, როდესაც სულიერი კანონების სფეროში შედის,
ადამიანი რამდენადმე თავისუფლდება გენიის, ტანჯვისაგან.
მაგრამ ის მშობლები, რომლებიც შვილებს სიტყვით ისტუმრებენ "ეშმაკთან”,
მათ ბოროტს სწირავენ. ამის შემდეგ ეშმაკი უფლებას იძენს მათზე. იგი ამბობს:
"შენ ჩემთან გამოგზავნე ისინი”. ფარასაში (ერთ-ერთი მთავარი ბერძნული
დასახლება კაბადოკიის კესარიაში. არსენი კაბადოკიელის და მამა პაისის
სამშობლო) ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, ბავშვი მეტად მტირალა ჰყავდათ და მამა
ხშირად ეუბნებოდა მას: "ეშმაკმა წაგიღოს!” და რა ხდება?! მამა ამას ამბობს
და ბავშვი აკვნიდან გაუჩინარდა! საცოდავმა დედამ ხაჯეფენდის (ასე
უწოდებდნენ ღირს არსენი კაბადოკიელს ფარასის მცხოვრებნი) მიმართა:
"გვაკურთხე, ხაჯეფენდი! ჩემი შვილი ეშმაკებმა მოიტაცეს”. ხაჯეფენდი მივიდა
მათ სახლში, აკვანთან ილოცა და ყრმა დაბრუნდა. ასე გრძელდებოდა და
გრძელდებოდა დაუსრულებლად. "ხაჯეფენდი, გვაკურთხე”. – კვლავ და კვლავ
იმეორებდა საწყალი ქალი. ერთხელ მან ჰკითხა: "რით დასრულდება ეს
ყველაფერი?” – "მე თქვენთან სიარული არ მიჭირს – უპასუხა წმიდანმა, შენ
გიჭირს მოსვლა და ჩემი დაძახება? ესე იგი ეს ოდესმე მობეზრდება ეშმაკს და
შენს შვილს დაეხსნება”. ამ დღიდან ბავშვი აღარ გაუჩინარებულა, მაგრამ
როდესაც გაიზარდა, მას "ეშმაკის ნაშიერი” უწოდეს.
რასობრივი, პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით დანაშაულის ჩადენისთვის კანონი გამკაცრდა
პარლამენტის მიერ "სისხლის სამართლის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების
თანახმად, რასობრივი, პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით დანაშაულის
ჩადენისთვის კანონი გამკაცრდა.
ახალი რეგულაციით, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის,
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი
სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ყველა დანაშაულისთვის არსებული
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.
კონკრეტულად რა ცვლილება შეიტანეს კანონში, რას გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრება დანაშაულის ჩადენისათვის? "ამბიონის” კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა პასუხობს:
"სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება გულისხმობს, რომ ამ
კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა სიძულვილის მოტივით
იქნება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამ შემთხვევაში
პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე არ არის საუბარი იმ გაგებით, რომ არ იზრდება
სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სანქციები. კოდექსში მითითებულია
თითოეული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის მინიმალური და
მაქსიმალური ოდენობები. სასჯელის შერჩევა მოხდება ისევ ამ ლიმიტის
ფარგლებში და შერჩევისას მხედველობაში მიიღებენ დანაშაულის ჩადენის მოტივს.
"უკანონო შვილები არ არსებობენ, არიან უკანონო მამები"
"ნუ მომკლავ, დედა" _ მოძღვრის ლექსები მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და უცხოეთში გადახვეწილ ქართველებზე
მამა თავმასის (ჩოხელი) ლექსები საოცრად წრფელი და მელოდიურია, ამიტომაც შეიყვარა მკითხველმა. კომპოზიტორებმა დათო არჩვაძემ, ქეთი გაბისიანმა და სხვებმა კი ისინი გულშიჩამწვდომ სიმღერებად აქციეს. დეკანოზი მამა თავმასი ჯვრის მამის ტაძრის მღვდელმსახურია. მის კრებულს "ამღერებული ლექსები" ჰქვია. მისი წრადგინება 8 იანვარს სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და უამრავი ხალხი დაესწრო. ბევრს აინტერესებს, სად შეიძლება მოიპოვონ მამაოს კრებული. დავაზუსტეთ, რომ მისი შეძენა შეიძლება ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საეკლესიო მაღაზიებში: "ჯვარი", "იადგარი" და "ალილო". კითხვაზე, აქვს თუ არა ამ ლექსების ავტორს სათანადო ანაზღაურება, მამა თავმასმა ასე გვიპასუხა: – ჩემი ლექსები ხალხმა შეიყვარა და ეს ყველაზე დიდი საზღაურია. ერთმა პიროვნებამ მთხოვა, თუ შეიძლება თქვენი ლექსი "დედის მონატრება" დედაჩემის საფლავის ქვაზე დავწერო, ვინაიდან ჩემს სულიერ განწყობას სრულად გამოხატავსო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ხოლო ამღერებული ლექსი "ქალაუ, ცისკრის ვარსკვლავო" ორმა ახალგაზრდა კაცმა თავიანთ შეყვარებულებს შეუსრულეს, როგორც სერენადა – ღამით, სანთლის შუქზე, თასით ხელში. ჩემს ლექსებზე უკვე 13 სიმღერაა შექმნილი და ვფიქრობ, აღდგომის შემდეგ დისკად გამოვცე. ამჯერად მკითხველს მამა თავმასის პოეზიის მოყვარულებს ორ ახალ ლექსს წარვუდგენთ, რომლებიც პირველად "სარკეში" იბეჭდება. ამ ლექსებს დათო არჩვაძეც გაეცნო და სასიმღეროდ მოიწონა. "მე ოდესმე დავბრუნდები"